თბილისში გადაუდებელი მედიცინის პირველი საერთაშორისო კონგრესი იმართება

გააზიარე

17-18 ივლისს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გადაუდებელი მედიცინის სფეროში უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება – „Joint Congress: Frontiers in Advanced Emergency Care and Mediterranean Academy of Emergency Medicine“ იწყება.

ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და მას ორგანიზებას ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის ცენტრი (Emory University Center for Advanced Emergency Care), ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტოქსიკოლოგიის ასოციაცია (MENATOX) და საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია (GEMPA) უწევენ. კონგრესის მასპინძელია კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KWIU).

კონგრესის ფორმატი

კონგრესი წარმოადგენს მაღალი დონის სამეცნიერო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს გადაუდებელი მედიცინისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების, ინოვაციებისა და სამეცნიერო მიღწევების განხილვას. ღონისძიება განკუთვნილია ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებისთვის, ტოქსიკოლოგებისა და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისთვის.

პროგრამა სტრუქტურირებულია ორი ძირითადი მიმართულებით:

მოწინავე გადაუდებელი მედიცინის სექცია (Advanced Emergency Care Track): მოიცავს მოხსენებებს კრიტიკული მედიცინის, პაციენტთა მართვის თანამედროვე სტანდარტებისა და გადაუდებელი დახმარების ორგანიზების შესახებ.

ტოქსიკოლოგიის სექცია (Toxicology Track): დაეთმობა კლინიკური ტოქსიკოლოგიის აქტუალურ საკითხებს, მოწამვლათა დიაგნოსტიკასა და მწვავე ინტოქსიკაციების მართვის მეთოდოლოგიას.

საერთაშორისო აღიარება და სპიკერები

კონგრესს მინიჭებული აქვს უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტატუსი. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 10.75 AMA PRA Category 1 Credits™️ (ამერიკის სამედიცინო ასოციაციის მიერ აღიარებული კრედიტ-ქულები).

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინისა და ტოქსიკოლოგიის კათედრის 34 წამყვანი სპიკერი, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას გააზიარებენ.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: Emory University School of Medicine



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები