ცირკადული კვება გულის ჯანმრთელობას საგრძნობლად აუმჯობესებს

გააზიარე

დღესდღეობით, მეცნიერება ჩვენი სხეულის მუშაობის გაგების კონტექსტში ბევრად უფრო წინაა წასული ვიდე ეს 20 ან 30 წლის წინად იყო. ყოველდღიური ფუნქციები, როგორიცაა გულისცემის რეგულირება, სასმლის და საკვების მონელება, სისხლში შაქრის დოზირების კონტროლი და ჰორმონალური ციკლი, არ არის შემთხვევითი მოვლენები. ისინი ერთიანი, დინამიური, პერიოდული პროცესების ნაწილები არიან  პროცესები, რომელიც ერწყმის ჩვენს ცირკადულ რითმს, ანუ ჩვენს ტვინის მიერ კონტროლირებულ ბიოლოგიურ 24-საათიან შინაგან ციკლს.

ახალგაზრდა და მოზრდილი ადამიანებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებას  ცდილობენ უახლესი ცოდნა და აღმოჩენები ახალ მიდგომებს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი მეტაბოლიზმსა და გულ−სისხლძარღვთა სისტემას ეფუძნება საკვების მიღების დრო.

შეიძლება დაგვჩენოდა კითხვა: რას ნიშნავს იმის გათვალისწინება, როდის ვჭამთ საკვებს და არა უბრალოდ რას ვჭამთ? ამ კითხვაზე პასუხი უახლეს კვლევებში იძებნება, რომელთაგან ერთი-ერთი, თავის დარგში წამყვანი Northwestern უნივერსიტეტის მიერ არის ჩატარებული, და კიდევ რამდენიმე უფრო ზოგადი მიმოხილვა იმაზე, თუ როგორ ემსახურება კვების დრო ჩვენი გულისა და ზოგად მეტაბოლურ ჯანმრთელობას.

საკვების მიღების დრო  და ცვლილებები

თუკი ბევრი ადამიანი იცნობს “დეტოქს დიეტებს”, “კალორიების შეზღუდვას” ან კონცენტრირებულია საკვების ენერგეტიკულ ღირებულებაზე, უფრო და უფრო მეტი მეცნიერი გვაცნობებს, რომ კვების დაგეგმვა უბრალოდ კალორიების თვლასა და ინგრედიენტების შერჩევას დიდი ხანია გასცდა.

ცირკადული რითმი, ესაა რასაც თანამედროვე მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. იგი ჩვენს სხეულში როგორც საათი ისე მუშაობს. ეს საათი არა მხოლოდ განსაზღვრავს, როდის უნდა დაგვეძინოს ან გავიღვიძოთ დილით, არამედ აქტიურობს ჩვენს მეტაბოლური პროცესების წარმართვის პროცესებში: იგი ჰორმონების სეკრეციასა და გამონთავისუფლებას იწვევს, განსაზღვრავს სისხლში გლუკოზის დონის ცვლილების დინამიკას და საბოლოოდ გვანიშნებს თუ როდისაა ორგანიზმისთვის საკვების მიღება ყველაზე ოპტიმალური.

ინტენსიური კვლევები აჩვენებს, რომ ამ რითმთან უკეთესად შეწყობილი კვების დრო ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენს გულის ფუნქციაზე, სისხლში შაქრის რეგულაციასა და სხვა მრავალ მეტაბოლურ მაჩვენებელზე.

რა არის „ძილის წინ მარხვა“

კვების ჰიგიენის რეგულაციაში ამ დრომდე ყველაზე მნიშვნელოვან მიდგომად “ფაზური” ან “ძილისწინა მარხვა” ითვლება. ამ პერიოდს  ასევე იცნობენ როგორც მონელების ფანჯარას, რომელიც დღის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული უნდა იყოს.

ამ მიდგომის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია ისაა, რომ დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე ადამიანი აღარ უნდა იღებდეს საკვებს ძილამდე 3 საათით ადრე. აღნიშნული მიდგომა არა კალორიების შეზღუდვას, არამედ დროის იმ ფანჯრის დაპატარავებას ემსახურება, როცა ადამიანი საკვებს იღებს.

საბოლოოდ ორგანიზმს შესაძლებლობა ეძლევა ენეგია და ჰომონალური ციკლები სხვა მნიშვნელოვანი მეტაბოლური პროცესებს მოარგოს და არა საკვების გადამუშავებას. 

კვლევა Northwestern-ში: როგორ მოქმედებს ეს პრაქტიკა ჩვენს სხეულზე

Northwestern უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კვლევა, რომელიც მოზრდილი მოხალისე პირების მონაწილეობით ჩატარდა, მნიშვნელოვან შედეგებზე მიგვანიშნებს. კვლევაში ისეთი ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთა სხეულის მასის ინდექსი მატულობდა, ხოლო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ  იყო შეფასებული.

საკვლევი ობიექტები უკანასკნელ კვებას უფრო ადრე იწყებდნენ და ძილამდე 3 საათით ადრე ასრულებდნენ. მათი ყოველდღიური რუტინა არა მხოლოდ საკვების დროულად მიღებას მოიცავდა, არამედ მათი საერთო ცირკადული რიტმის შესაბამისად ცხოვრებას, რაც დღის ბოლოს უფრო მშვიდ ცხოვრების წესსა და  სინათლის რაოდენობის შემცირებას გულისხმობს ანუ სხეულის ძილისთვის მომზადებას.

კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ამგვარი სტილი იწვევს

  • სისხლის წნევის შუაღამისეულ დაქვეითებას, რაც ცნობილია როგორც სწორი “ღამის ნორმალური დეფლაცია”, და დაკავშირებულია გულის დაავადებების დაბალ რისკთან.
  • გულისცემის რეგულირებას, განსაკუთრებით ღამის განმავლობაში.
  • სისხლში გაუმჯობესებელი დელტა გლუკოზის რეგულაცია, რაც ინსულინზე უკეთეს მგრძნობელობაზე მიუთითებს და  სისხლში შაქრის დონის დაბალ პიკებს უზრუნველ ჰყოფს.

ამის შედეგად, მონაწილეთა გულ-სისხლძარღვთა სისტემა უფრო ჰარმონიული გახდა და მათი მეტაბოლური დინამიკა უფრო თანმიმდევრული იყო.

ფიზიოლოგიური მექანიზმი

პირველ რიგში:ჩვენს ცირკადულ საათს პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს გენებზე, რომლებიც მეტაბოლური პროცესების აქტივობას მართავენ. გვიან ღამით მიღებული საკვები წინააღმდეგობაში შედის ამ რითმთან და ახდენს მეტაბოლური შეუთავსებლობების გაჩენას.

მეორე: ამავე პერიოდში ნელა იზრდება ჰორმონალური დონე, როგორიცაა მელატონინი, რომელიც ორგანიზმისთვის სიგნალს ავრცელებს, რომ დასვენების დროა. თუ ორგანიზმს ამ პერიოდში საკვები მიეწოდება, ავტომატურად ჩართული მონელების პროცესები ამ ბუნებრივ სიგნალებს წინააღმდეგობას გაუწევენ რაც გრძელ ვადიან პერსპექტივაში ჩაძინების პრობელმით ან მუდმივი უძილობის შეგრძნებით ვლინდება.

მესამე: ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ყოველდღიური რითმებით ფუნქციონირებს რათა რესურსები სწორად გადაანაწილოს. შესაბამისად ძილის პერიოდში, როდესაც ორგანიზმი ყველაზე ნაკლებადაა აქტიური გულის რითმი და წნევა უნდა ქვეითდებოდეს, რაც მონელების პროცესების შემთხვევაში შედარებით რთული მისაღწევია.

ამიტომ, როდესაც ადამიანი არ იღებს საკვებს ძილამდე სამი საათით ადრე, რაც რეალურად უფრო ახლოსაა ჩვენი ბუნებრივი ციკლის მოთხოვნილებებისთან  ჩვენი ორგანიზმი უფრო ჰარმონიულად ასრულებს მეტაბოლურ და მომნლებელ ფუნქციებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა არ წარმოადგენს სრულ გამოსავალს ჭარბწონიანობის სამკურნალოდ. დიეტის, ფიზიკური აქტივობის, ჰორმონალური ფაქტორების და სხვა გარემოებებისგან გამომდინარე, ის ძლიერ ეხმარება ჩვენს სხეულს იმუშაოს  იმ პირობებთან, თავსებადად სადაც ჩვენი ბიოლოგიური საათი ყველაზე კარგად იფუნქცონირებს.

წყარო:

northwestern.edu

medicalnewstoday

sciencedaily

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები