+10 სანტიმეტრი ორ წელიწადში: „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პირველი შედეგები

გააზიარე

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ხანგრძლივი პროტესტი, რომელიც მედიკამენტის დაფინანსებისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნით მიმდინარეობდა, პრეპარატ „ვოსორიტიდის“ ქვეყანაში შემოტანითა და სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებით დასრულდა. დღეს კი მედიკამენტი უკვე იძლევა იმ კონკრეტულ შედეგებს, რისთვისაც მშობლები იბრძოდნენ.

მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში შვილის განვითარების ორწლიან შედეგებს აქვეყნებს. მკურნალობის დაწყებიდან დღემდე ბავშვმა სიმაღლეში ჯამში 10 სანტიმეტრი მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, პროცესი დინამიკურია: პირველ 12 თვეში ზრდამ 3 სანტიმეტრი შეადგინა, ხოლო ბოლო ერთ წელიწადში მაჩვენებელი 7 სანტიმეტრამდე გაიზარდა.

„თავის გარშემოწერილობა ოდნავ შეუმცირდა კიდეც (ეს ექიმსაც გაუკვირდა) და ხელ-ფეხიც საგრძნობლად ეწევა ტანს“, – აღნიშნავს მაკუნა გოჩიაშვილი.

მკურნალობის ორწლიანი დინამიკა ცხადყოფს, რომ პრეპარატი არა მხოლოდ უზრუნველყოფს ზრდის ტემპის მნიშვნელოვან მატებას, არამედ ხელს უწყობს სხეულის პროპორციულ განვითარებას.

წყარო: FB

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები