ექთნების ჯანმრთელობაზე რომ ვისაუბროთ საუბარი ძალიან მძიმე ხასიათს მიიღებს. და ამიტომ არ გვინდა. და ამას ვინ იძახის? რატომღაც ამ პროფესიის პრობლემებზე საუბარზე რომ მიდგება საქმე, თითქოს ყველამ ყველაფერი იცის. საქართველოა ასეთი ყველამ ყველაფერი იცის მაგრამ უსიამოვნოა საუბარი რადგან, რაღაც უნდა შეიცვალოს, ვიღაცას პასუხი მოეკითხოს და ხო ვიღაცას ოდნავ ჯიბეც შეუთხედლეს თუ საჭირო გახდა. და მაინც ექთნების პრობლემებზე რომ მიდგება საქმე, ყველა ჩუმადაა. “ექთანათა კლუბი” წესი ნომერი ერთი ჩვენ არ ვსაუბრობთ ექთნების პრობლემებზე, წესი ნომერი ორი ჩვენ არ ვსაუბრობთ ექთანთა პრობლემებზე. ხო და არც არავინ სუბრობს ამ ქვეყნისთვის უაღრესად საჭირო პროფესიის მუშაკების დაუფასებელ და მოდით ვიყოთ რეალისტები, როგორც ფიზიკური ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის არც ისე მეგობრულ შრომაზე და გაწეულ სამუშაოზე.
არ გამიჭირდებოდა მკითხველისთივის სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის შედეგების მოტანა, რომ მაგალთად ევროპაში ექთნების ერთი მესამედი დეპერსონალიზაციასა და ემოციურ გადაღლას ებრძვის.
რომ 45% ქრონიკულ გადაწვას (Burn out)-ს განიცდის
რომ შვიდჯერ მაღალია მათში დეპრესიის რისკი, რომ 71 % ქრონიკული სტრესის ქვეშაა, რომ მათში მაღალია ძილის დეფიციტი, საშუალო არტერიული წნევა, კორტიზოლის დონე, საყრდენ მამოძრაველი სისტემის პრობლემები და დამიჯერეთ უამრავი სხვა რამის ჩამოთვლაა შესაძლებელი. მაგრამ ეს ყველაფერი ევროპიდან სადაც ამ საკითხზე კვლევების ჩატარებისა და ამ პრობლემებთან ბრძოლის ფუფუნება თუ არა მზაობა მინიმუმ არსებობს. ესე რომ არ იყოს ამ თემის საკვლევად, სხვა და სხვა ქვეყანა უზარმაზარ ფინანსურ რესურს ნამდვილად არ გაიღებდა.
და რა ხდება საქართველოში?
საქართველოში სიტუაცია შედარებით განხვავებულია, მსგავსი ვითარება აქაც იარსებებდა, მაგალითად ერთი ექთნის მისახედი 2 პაციენტ რომ იყოს და არა მაგალითად 5 ან მეტი როგორც ეს ჩვენთან ხდება. მსგავსი სიტუაცია იარსებებდა, მაგალითად ექიმიებსა და ექთნების თანაფარდობა პირობითად 1:4 რომ იყოს და აარა 1:1 ან უფრო ნაკლები ექიმების სასარგებლოდ. თუნდაც ეს რიცხვები ექთნების მიერ ბევრად უფრო მეტი და მძიმე ფიზიკურ სამუშაოს შესრულებაში ითარგმნება, ეს კი ადამიანების ჯანმრთელობაზე ადრე თუ გვიან აუცილებლად აისახება უარყოფითად.
ქვემოთ შევეცდები მცირედით მაინც ვისაუბრო ყველა იმ პრობლემაზე რაც დროთა განმავლობაშ ექთნების საერთო ჯანმრთელობაზე აუცილებლად ისახება უარყოფითად.
ძილის დეფიციტი
საიდუმლო არავისთვისაა, რომ ძილის დროს ადამიანის უჯრედულ დონეზე აღდგენა ხდება და ეს ჩვენი ჯანსაღი ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. სამწუხაროდ ექთნებში, ძილის დეფიციტი ქრონიკულ ხასიათს ატარებს. მაგლითისთვის ყველაზე სტანდარტული საექთნო გრაფიკი ავიღოთ და დავივიწყოთ ის ფაქტი რომ ექთანთა უმრავლესობას კლინიკების მიერ გაღებული მიზრული ხელფასის გამო ორ-ორ სამსახურში უწევთ მუშაობა.
ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა ჯანმრთელობისთვის პირდაპირი დარტყმაა. ამ დროს ფაქტობრივად სულ აქტიური ხარ და დღის განმავლობაში მხოლოდ ოთხ საათიანი ძილის საშუალება გეძლევა, ისიც იმ შემთხვევეაში თუ ღამეს მეწყვილესთან ინაწილებ, მაგრამ ხშირად ბევრად ნაკლები გძინავს. მიზეზი ისაა, რომ ცირკადული რითმები ანუ უბრალოდ ძილ ღვიძილი დიდი ხანია აგერია ან ის, რომ ხშირად პაციენტთა მომართვიანობა სწორედ ღამითაა განსაკუთრებით მაღალი, ამიტომ კლინიკაში ძილის დრო ხშირად ფიზიკურად არ არის. ასეც და ისეც წლების განმავლობაში თითქოს ამ გრაფკს ეჩვევი, მაგრამ ძილის დეფიციტი მაინც თავიასას შევება. დემენციის მაღალი რისკით, გულსიხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკი, იმუნიტეტის პრობლემები, ნევროლოგიური დარღვევები, ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესები, ხასიათს ცვლილება, მუდმივი დაღლილობა და მრავალი სხვა შემდგომი თანამდევი მოვლენა. და მხოლოდ ახლა გაიხსენეთ რომ ამ ადამიანთა უმრავლესობა ამას ყოველ მეორე დღეს აკეთებს.
ჰორმონალური დისბალანსი არა ჯანსაღი კვების ფონზე
საოფისე სამუშაოს შესრულებისასაც კი რთულია ჯანსაღად კვება. მაგრამ თუ არასტაბილურ სამუშაო ადგილს წარმოვიდგენთ, მუდმივი დაძაბულობითა და მთლიანი დღის განმავლობაში პოსტზე ყოფნის ვალდებულებით ექთნის სამსახურს მივიღებთ. ვიყოთ რეალისტები საქართველოში კლინიკაში მომუშავე პერსონალი კარგად ნამდვილად ვერ იკვებება. ამას მრავალი მიზეზი აქვს. სასაცილოდ დაბალი ხელფასი, რაც ხშირად უხარისხო საკვების მიღების მიზეზი ხდება, უხეშად უცბათ მაღაზიიდან ან საცხობიდან ამოტანილი საკვები და დროის უქონლობა, რომელიც მშვიდად დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში საკვების მიღების შესაძლებლობას უბრალოდ გამორიცხავს. ვიღებთ დაუბალანსებელ დიეტას ადამიანებში, რომელთა უმრავლესობასაც ასე კვება ყოველ მეორე დღეს უწევთ. ეს დროთა განმავლობაში, სერიოზული პრობლემებით ვლინდება. კუჭის წყლილი, მინერალების დეფიციტი, უმთავრესი ალბათ ჰორმონალურ დისბალანსია, პრედიაბეტის ან თუნდაც დიაბეტის მაღალი რისკი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილება, მუდმვი უენერგიობა, და ვიღებთ ფაქტს, რომ სამწუხაროდ დღეს-დღეისობით მრავალი ქართველი ექთანი არა ჯანსაღი გზით მოჭარბებულ წონას უჩივის. ეს უკანასკნელი გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევების ერთ-ერთი უმთავრესი რისკფაქტორია.
საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პრობელემბი
სამწუხაროდ მრავალი ადამიანის გონებაში საექთნო საქმე მხოლოდ წამლის მიწოდებასა და ნემსის გაკეთებსათან ასოცირდება, რაც რა თქმა უნდა ასე არაა. კლინიკათა უმრავლესობაში, პაციენტთა, საწოლიდან საწოლზე გადაწვენა, კვლევებზე პაციენტების წაყვანა და წამოყვანა, მძიმე ნივთების ზიდვა, უგონო პაციენტთა მოვლა (ჰიგიენური სამუშაოები, ზეწრის გამოცვლა) და მრავალი ფიზიკურად მომთხოვნის საქმე ექთნის საკეთებელია. სტატისტიკურად ექთანთა 60-90% კარიერის განმავლობაში საყრდენ მამაოძრავებელი სისტემის პროველამას ეჯახება. აქედან ექთანთა 40-60% -ს ეს სამუშაოს დაწყების პირველივე წელს აწუხებს. არ არის გასაკვირი, რომ წელის ტკვილი და ხერხემლის პრობლემები ექთნებში ჩვეული ამბავია. ექთნებში ხშირია განსაკუთრებით ხერხემლის თიაქრისა და სქოლიოზის შემთხვევები. ეს პრობლემა იმდენად მასურ ხასიათს ატარებს, რომ ჩვენს მიერ გამოკითხული თითოეული ექთნის შეფასებით ყოველ მეორე მის კოლეგას ხერხემლის თაქრის პრობლემები აწუხსებს.
ინფექციების რისკი
რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყოს კლინიკის შინაგანა წესი ჰიგიენურ ნომრებთან დაკავშრებით. ექთნები პაციენტისგან ინფექციური დაავადების გადედბის თვალსაზრისით ყოველთვის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, რასგან სოწრედ მათ აქვთ ყველაზე ხშირი ფიზიკური შემხებლობა პაციენტთან. მაგალითისთვის კოვიდის პერიოდიც საკმარისია, როდესაც ექნების უმრავლესობა მალევე დაინფიცირდა ვირუსით. სტატისტიკურად ექთანთა 50-80% სამუშაო საქმიანობის შესრულებისას ერთხელ მაინც შერჭობია გამოყენებულ ნემსი. რაც საგრძნობლად ზრდის აივ ინფექციის, B და C ჰეპატიტების რისკს.
ფსიქოლოგიური პრობლემები
უამრავი მძიმე შემთხვევა, ადამიანური ტრაგედია, მომავალის შიში, მუდმივი სტრესი და დაძაბულობა, ხშირი შეურაცყოფა პაციენტების მხრიდან, ადამიანის ფსიქიკას აუცილებლად ასვამს დაღს. მოტივაციის დაკარგვა, ემოციური გადაღლა, მრავალი გიჟური ღამის შემდეგ პოსტ ტრავმვული სინდრომი, ხასიათის გაფუჭება, დეპრესიის ნიშნები,. უნდა შევთანხმდეთ რომ სამუშაო გარემოს უზარმაზარი გავლენა აქვს ადამიანის ფსქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.
სამწუხაროა რომ ასევე ხშირია ექიმების მხრიდან საექთნო სფეროს აბუჩად აგდება, შესაბამისად ადამიანთათვის, რომლებიც ამ სფეროს წარმოადგენენ, ხშირად მხოლოდ იღბაზლეა დამოკიდებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას ზემდგომებისგან უღირსი მოპყრობაც დაემატება თუ მოხვდება კოლექტვიში სადაც შრომას მინიმუმ პატივს სცემენ და ყველას გუნდის წევრად მიიღებენ. სამწუხაროდ ზემდგომთა უარყოფითი დამოკიდებულება ხშირად, განსაკუთრებით ახალგაზრდა და ახალბედა ექთნებზე რომლებიც მხოლოდ ახლა სწავლობენ და ამ ადამიანებს როგორც იმედის სხივს და მაგალითს ისე შესცქრიან უზარმაზარ ფსიქო ემოციურ დაღს უტოვებს. ამგვარი ტრამვები აუცილებლად იჩენს ხოლმე უარყოფითად თავს მომავალში.
ღირსეული შრომითი გარემო ადამიანთა ფუნდამენტური სოციალურ უფლებაა. სანამ კარგად არ გავიაზრებთ ჯანდაცვის სფეროს უმთავრესი ტექნიკური ელემნტის ანუ ექთანთა საჭიროებებს იქამდე ქართული ჯანდაცვის მომავალზე საუბარი სასაცილო იქნება.
არ დავივიწყოთ კანეადელი მწერლისა და ექთნის ტილდა შალოფის სიტყვები:
“ქვეყანა იმდენადაა კარგი რამდენადაც ის თავის ექთნებს ექცევა”

