ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ახალი თაობის ROS1-სელექციური ინჰიბიტორი ზიდესამტინიბი (Jideytro) ადგილობრივად გავრცელებული ((Locally advanced) ნიშნავს, რომ სიმსივნე გაიზარდა და გავრცელდა თავდაპირველი ადგილიდან იქვე მყოფ მეზობელ ქსოვილებში ან ლიმფურ კვანძებში, მაგრამ ჯერ არ გადასულა (არ გაფანტულა) სხეულის შორეულ ორგანოებშიან მეტასტაზური ROS1-დადებითი არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ ოფიციალურად დაამტკიცა. FDA-ის მიერ დამტკიცებული ჩვენება განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც ადრე მიიღეს მინიმუმ ერთი ROS1 კინაზას ინჰიბიტორი. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელმა ორგანომ პრეპარატის დამტკიცების პროცესი დაგეგმილ ვადაზე თითქმის ორი თვით ადრე დაასრულა, რასაც წინ უძღოდა ზიდესამტინიბისთვის „თერაპიული გარღვევის“ და „ობოლი წამლის“ სტატუსების მინიჭება.
ROS1-დადებითი არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო წარმოადგენს ფილტვის კიბოს იშვიათ და მოლეკულურად განსხვავებულ ქვეტიპს, რომელიც გლობალური მასშტაბით ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 ადამიანს უფიქსირდება. ROS1-დადებითი არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ვითარდება ROS1 გენის პათოლოგიური გადალაგების (ფუზიის) შედეგად, რაც განაპირობებს ონკოგენური ცილის წარმოქმნას და სიმსივნური უჯრედების უკონტროლო პროლიფერაციას. აღნიშნული გენეტიკური ცვლილება უფრო ხშირად გვხვდება შედარებით ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, განსაკუთრებით 40–50 წლის ასაკობრივ ჯგუფში, რომელთა უმეტესობა არასოდეს ყოფილა მწეველი ან თამბაქოს მოხმარების მხოლოდ მცირე ისტორია აქვს. აღნიშნული პაციენტების მართვა ონკოლოგიურ პრაქტიკაში განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს, რადგან მათ ხშირად უწევთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიზნობრივი თერაპიის მიღება, რაც მკურნალობის ეფექტიანობასთან ერთად პრეპარატის ტოლერანტობის მუდმივ მონიტორინგსაც საჭიროებს.
ახალი თაობის პრეპარატი ზიდესამტინიბი სპეციალურად შეიქმნა პირველი თაობის ROS1 ინჰიბიტორებთან დაკავშირებული ეფექტიანობისა და ამტანობის შეზღუდვების დასაძლევად. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება სამ ძირითად კლინიკურ პრიორიტეტს: მაღალ სამიზნე სელექტიურობას, ROS1 რეზისტენტობის გამომწვევი მუტაციების ფართო სპექტრის წინააღმდეგ აქტივობის შენარჩუნებას და ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის უნარს, რაც მნიშვნელოვანია ცენტრალური ნერვული სისტემის მეტასტაზების მართვისთვის.
FDA-ის გადაწყვეტილება ეფუძნება ARROS-1 ფაზის I/II კლინიკური კვლევის შედეგებს, რომელიც აფასებდა ზიდესამტინიბის ეფექტიანობას მოწინავე სტადიის ROS1-დადებითი მყარი სიმსივნეების (წარმოადგენენ ქსოვილების მკვრივ მასებს, რომლებიც არ შეიცავენ თხევად არეებს (სისხლისმბადი სისტემის სიმსივნეებისგან, მაგალითად ლეიკემიისგან განსხვავებით), ხოლო ტერმინი „დადებითი“ ონკოლოგიაში ჩვეულებრივ მიუთითებს გარკვეული სპეციფიკური ბიომარკერების, რეცეპტორების ან გენეტიკური მუტაციების არსებობაზემქონე პაციენტებში. კვლევის ძირითადი ანალიზი მოიცავდა არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე 117 პაციენტს, რომლებშიც დაავადებამ პროგრესირება განიცადა წინა ROS1 ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ზიდესამტინიბით მკურნალობამ მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი კლინიკური ეფექტი გამოავლინა, მათ შორის იმ პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჩატარებული ჰქონდათ მკურნალობის რამდენიმე ეტაპი. ობიექტური პასუხის მაჩვენებელმა (ORR – Objective Response Rate- კლინიკურ კვლევებში გამოყენებული უმნიშვნელოვანესი საზომი, რომელიც სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის ეფექტურობას აფასებს) 44% შეადგინა, ხოლო მკურნალობაზე პასუხის ხანგრძლივობის მაჩვენებელი ექვსი და თორმეტი თვის თავზე, შესაბამისად, 82% და 69% იყო. პრეპარატმა მაღალი ეფექტურობა აჩვენა ასევე ROS1 რეზისტენტობის მუტაციების მქონე პაციენტებში და იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში იყო გავრცელებული.
აღნიშნული შედეგები მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენს პაციენტებისთვის, რომელთა მკურნალობაც ხშირად რთულდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მეტასტაზური გავრცელებისა და თერაპიის მიმართ რეზისტენტობის განვითარების გამო. ამასთან, სამედიცინო პერსონალისა და ექთნების როლი გადამწყვეტია პაციენტების მდგომარეობის შეფასების, მათი ინფორმირებისა და გვერდითი მოვლენების მართვის კუთხით. ყველაზე ხშირად გამოვლენილ არასასურველ რეაქციებს წარმოადგენდა შეშუპება, პერიფერიული ნეიროპათია, ყაბზობა, დაღლილობა და ქოშინი, რომელთა დროული გამოვლენა და მართვა მნიშვნელოვანია პაციენტების ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად.
წყარო: www.oncnursingnews.com

