კვლევა: ფიზიკური აქტივობა ადამიანის ორგანიზმს მოლეკულურ დონეზე ცვლის

გააზიარე

ახალმა სამეცნიერო პუბლიკაციამ, რომელიც ჟურნალ “Nature Reviews Endocrinology”-ში გამოქვეყნდა, ცხადჰყო, რომ რეგულარული ვარჯიშის სარგებელი ბევრად აღემატება კუნთების გამაგრებასა და გულის გაჯანსაღებას. ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტის (ACU) წამყვანი მკვლევრები, პროფესორი ჯონ ჰოული და დოქტორი ნოლან ჰოფმანი, აღნიშნავენ, რომ ფიზიკური აქტივობა ორგანიზმს მოლეკულურ დონეზე ცვლის და მისი სისტემების ფუნქციონირებას გარდაქმნის.

ამ ნაშრომში შეჯამებულია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული კვლევები, რომლებიც შეისწავლის ფიზიკური აქტივობის გავლენას მეტაბოლიზმზე. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფიზიკური აქტივობ არის ერთგვარი მძლავრი ბიოლოგიური ინტერვენცია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე მოლეკულურ დონეზე ზემოქმედებს.

პროფესორი ჰოული და დოქტორი ჰოფმანი აღნიშნავენ, რომ 20 წლის წინ ცნობილი იყო ვარჯიშის სარგებელი მეტაბოლიზმისთვის, მაგრამ არაფერი იცოდნენ იმ რთული მოლეკულური მექანიზმების შესახებ, რომლებიც ამ სარგებელს უდევს საფუძვლად. ბოლო წლების კვლევებმა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, შესაძლებელი გახადა ათასობით მოლეკულის აღმოჩენა, რომლებიც აქტიურდებიან ფიზიკური დატვირთვის დროს.

კვლევები აჩვენებს, რომ ვარჯიში:

  • იწვევს კუნთოვან ქსოვილში გენებისა და ცილების სპეციფიკურ ცვლილებებს.
  • ახდენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში მეტაბოლური და იმუნური პროცესების გაჯანსაღებას.
  • გამოათავისუფლებს მოლეკულებს, რომლებიც გადასცემენ სიგნალებს სხეულის სხვადასხვა უჯრედებსა და ორგანოებს, რაც ადასტურებს, რომ ვარჯიშის ეფექტი კუნთების შეკუმშვის ფარგლებს სცდება.

მკვლევრების ვარაუდით, ეს აღმოჩენები მიუთითებს იმ სამომავლო პერსპექტივაზე, როდესაც ფიზიკური აქტივობა (ვარჯიში) ინტეგრირებული იქნება ჯანდაცვის სისტემაში, როგორც პრევენციული მედიცინის ფორმა. ის გამოყენებული იქნება ქრონიკული დაავადებების (როგორიცაა გულის დაავადებები, სიმსუქნე და ტიპი 2 დიაბეტი) თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ. 

მომავალში შესაძლოა, მოლეკულური ბიომარკერების გამოყენებით მოხდეს იმის პროგნოზირება, თუ რამდენად ეფექტური იქნება ვარჯიში კონკრეტული ინდივიდის გენეტიკური და მეტაბოლური პროფილიდან გამომდინარე.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები