ბოლო წლებში ნეიროქირურგია სწრაფად ვითარდება, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ინოვაციური მიმართულება მინიმალურად ინვაზიური მიდგომები გახდა, რომლებიც საშუალებას იძლევა ტვინზე ოპერაცია ტრადიციული კრანიოტომიის გარეშე ჩატარდეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენას გაერთიანებულ სამეფოში ჰქონდა ადგლი, სადაც პირველად ტვინის ანევრიზმის მკურნალობა ტრანსორბიტალურად.
ოპერაცია დიდ ბრიტანეთში, Leeds Teaching Hospitals NHS Trust-ში ჩატარდა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალური ქსელია ქვეყანაში. სწორედ ამ ცენტრში მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც ხშირად მონაწილეობენ რთული ნეიროქირურგიული შემთხვევების მართვასა და ახალი ქირურგიული ტექნოლოგიების დანერგვაში. აღნიშნული შემთხვევა განსაკუთრებულია იმით, რომ ექიმებმა სრულიად ახალი ქირურგიული “კორიდორი” გამოიყენეს. თვალის ბუდე, როგორც წვდომის გზა ტვინის ღრმა სტრუქტურებთან.
პაციენტი 61 წლის მამაკაცი გახლდათ, რომელსაც ბაზალური წრის ანევრისმა დაუდგინდა. ანევრიზმა წარმოადგენს სისხლძარღვოვანი კედლის პათოლოგიურ გამობერილობას, რომელიც რუპტურის შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშ სუბარაქნოიდულ სისხლდენას იწვევს. ასეთი პაციენტების მკურნალობა ტრადიციულად მოითხოვს ან ღია ნეიროქირურგიულ ოპერაციას (კრანიოტომიას), ან ენდოვასკულარულ ჩარევას, როგორიცაა კოლი ემბოლიზაცია(მავთულის ხვეულით სივრცის ამოვსება და მისი ემბოლიზაცია). თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გუნდმა აირჩია მესამე, უფრო ინოვაციური გზა, ტრანსორბიტული ენდოსკოპიური მიდგომა.
ამ მეთოდის მთავარი პრინციპი ბუნებრივი ანატომიური სივრცის გამოყენებაა. თვალის ორბიტა შედარებით პირდაპირ “ბიოლოგიურ გვირაბს”, წარმოადგენს რომელიც თავის ქალის ბაზალურ სტრუქტურებს უკავშირდება. ოპერაციის დროს ქირურგებმა მცირე, დელიკატური ჭრილი გააკეთეს, ქვედა ქუთუთოს მიდამოში, რის შემდეგაც სპეციალური ენდოსკოპიური სისტემა შეყვანილი იქნა თვალის ბუდეში. ეს სისტემა მაღალი გარჩევადობის კამერას, სინათლის წყაროს და მიკროქირურგიულ ინსტრუმენტებს აერთიანებს, რომლებიც საშუალებას იძლევა ქირურგმა რეალურ დროში აკონტროლოს ოპერაციის მიმდინარეობა მონიტორზე.
ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი ანატომიური სიზუსტე იყო. თვალის ორბიტა კრიტიკულ სტრუქტურებს შეიცავს , როგორიცაა მხედველობის ნერვი (nervus opticus), თვალის კუნთები, არტერიები და ვენური ქსელი. ნებისმიერმა მცირე შეცდომამ შეიძლება მხედველობის დარღვევა ან მუდმივი ნევროლოგიური გართულება გამოიწვიოს. ამიტომ ოპერაციამდე მაღალი რეზოლუციის MRI და CT კვლევებს მიმართავენ, რომლებიც 3D ნავიგაციური სისტემებთანაა ინტეგრირებული, რათა ქირურგებმა ზუსტად შეძლონ სწორე ტრაექტორიის დაგეგმვა.
ტრანსორბიტული მიდგომის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისა, რომ იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ქირურგიულ ტრავმას. ტრადიციული კრანიოტომიის დროს საჭიროა თავის ქალის ნაწილის სრული მოცილება, რაც დაკავშირებულია ძვლის ტრავმასთან, სისხლის დაკარგვასთან და შედარებით ხანგრძლივ სარეაბილიტაციო დროსთან. ამ ახალი მეთოდის შემთხვევაში ძვლის ფართო რეზექცია არ ხდება, რაც ამცირებს პოსტოპერაციულ ტკივილს, ინფექციის რისკს და აჩქარებს გამოჯანმრთელებას.
მიუხედავად ამისა, მეთოდი ჯერ კიდევ მაღალსპეციალიზებულ და ექსპერიმენტულ მიმართულებად ითვლება. მისი გამოყენება მხოლოდ იმ პაციენტებშია შესაძლებელი, ვისთანაც ანევრიზმის მდებარეობა ან სხვა ინტრაკრანიალური პათოლოგია თვალის ბუდიდან უსაფრთხო წვდომის საშუალებას იძლევა. ამიტომაც ასეთი ოპერაციები მხოლოდ რამდენიმე მაღალტექნოლოგიურ ცენტრში ტარდება და საჭიროებს მულტიდისციპლინურ გუნდს, მაგალითად ნეიროქირურგებს, ოფთალმოქირურგებსა და ნეირორადიოლოგებს.
სპეციალისტების შეფასებით, ეს შემთხვევა მცირე მაგრამა მაინც მტკიცედ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს პრაქტიკაში მხოლოდ მინი ინვზური მიდგომების გამოყენების საკითხში. თუ ტექნოლოგია და გამოცდილება მომავალში კიდევ უფრო განვითარდება, შესაძლებელია ტრანსორბიტული და სხვა “keyhole” მიდგომები სტანდარტული ალტერნატივა გახდეს გარკვეული ტიპის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებებისა და ბაზალური ტვინის პათოლოგიების მკურნალობაში.

