საველე მედიცინა და სამოხალისეო კულტურა საქართველოში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ახალგაზრდულ ლეგიონთან ერთად

გააზიარე

საქართველოში სამოქალაქო მზადყოფნისა და სამოხალისეო კულტურა ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური საკითხი გახდა. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ბუნებრივი კატასტროფები, საგზაო შემთხვევები,  და კრიზისული სიტუაციები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გადარჩენა ხშირად იწყება პირველივე წუთებში იქ, სადაც პროფესიონალური სამედიცინო დახმარება ჯერ არ მისულა. გაიცანით გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი, რომელიც მრავალი წელია ენთუზიაზმის ხარჯზე ახალგაზრდებში ბაზისური ცოდნის მათ შორის საველე მედიცინაში, პატრიოტული სულისკვეთებისა და პატიოსანი მოქალაქის იდეის გავრცელებითაა დაკავებული

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი სამოხალისეო ორგანიზაციაა, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა და ათასობით საქართველოს მოაქალაქის გადამზადება მოახერხა. ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საველე მედიცინა და კურსანტებისთვის ბაზისური სამედიცინო დახმარების ცოდნის მიწოდებაა. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მედსკრპტუმი  ლეგიონის სამედიცინო სექციის ხელმძღვანელს ექიმ დავით ნარტყოშვილს დაუკავშირდა.

რას ემსახურება ლეგიონი და რა გზა გაიარეთ

ლეგიონი იდეურად 2007-2008 წლებში ჩაისახა, ოფიციალურად კი 2013 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების ჩამოყალიბებაა. იდეა ისაა, რომ იდეურად ძლიერი, პასუხისმგებლობიანი და კანონმორჩილი ხალხი ერთ სივრცეში ყოფილიყო, რომ ეპოვათ საკუთარი თავი და ერთმანეთი. მაქსიმალურად დიდ დროს და ენერგიას ვდებთ, რომ ამგვარი აქტივობებით მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ, ვინაიდან სანამ დრო აქვთ და ჩამოყალიბება შეუძლიათ, ბევრად მეტი უნარი შეიძინონ და ისწავლონ, რათა თავიანთი თავისუფალი დრო ამას და შემდგომ ქვეყანას მოახმარონ და არა მაგალითად ქუჩას ან არაშემეცნებით კომპიუტერულ საქმიანობას ან სხვა რამე მავნე თვისებას. მაქსმალურ რესურსს ვდებთ რომ მათ თავი განივითარონ და ჯანსაღი საფუძველი მივცეთ რეალურ პროფესიონალებად ჩამოსაყალიბებლად და ცხოვრებისეულ გამოწვევებთან ღირეულად დასაპირისპირებლად.”

თავდაპირველად ორგანიზაცია 14-18 წლის ახალგაზრდებზე იყო ორიენტირებული. „გვინდოდა ევროპული გამოცდილების გამეორება. სადაც მაღალი მოხალისეობრივი კულტურაა, ყველაფერი პატარა ასაკიდან იწყება, სწორედ ამ ასაკში ყალიბდება ღირებულებები და ინტერესები, ხოლო ჯანსაღი გარემო განსაზღვრავს მომავალი მოქალაქის სახეს. შემდგომ წლებში კი ლეგიონმა ასაკობრივი ზღვარი გააფართოვა და დღეს 50 წლამდე მოხალისეებსაც აერთიანებს, პრაქტკულად ყველა სფეროს წარმომადგენელია ჩვენთან წარმოდგენილი, რაც ძალიან მახარებს, რადგან შესაძლებლობაა საერთო ინტერესების მქონე პირებმა ერთმანეთს აზრები გაუზიარონ, რჩევები მიიღონ გამოცდილი ადამიანებისგან და თუნდაც ერთად იმუშაონ კიდეც პროფესიული კუთხით.

საბაზისო სამედიცინო მომზადებასაერთაშორი გამოცდილება

ლეგიონის საბაზისო კურსი, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ერთიანი სტანდარტით ტარდება. ჩვენი მიზანია, რომ კურსანტებმა შეისწავლონ ის უნარჩვევები, რასაც ჩვეულებრივი სამხედრო ქვეითი სწავლობს,

სწავლება მოიცავს: მასიური სისხლდენის მართვას (ტურნიკეტით, ტამპონირებით),
სასუნთქი გზების კონტროლს, ტრავმის ამოცნობას, დაშავებულის უსაფრთხო ზონაში ევაკუაციას. ელემენტარულ უნარებს, რაც ამა თუ იმ კრიტიკულ ვითარებაში, ცუდ გამოსავალს აგვარიდებს.
ეს სტანდარტი ბოლომდე შეესაბამება თანამედროვე დასავლურ მიდგომებს, ვინაიდან წლების წინ სპეციალურად დავუკავშირდით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამედიცინო დეპარტამენტს და მოვახდინეთ, მათი გაიდლაინების ქართულად თარგმნა და ადგილობრივ რეალობაზე მორგება.

მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონერი შესაძლოა ყოველდღიურად არ აღმოჩნდეს კრიტიკულ სიტუაციაში, მას ეძლევა მყარი საფუძველი, რომლის გადამეორება და გახსენება ყოველთვის შეუძლია ჩვენი ვიდეო ინსტრუქციების მიხედვით, რომელიც საჯაროდ დევს იუთუბ პლატფორმაზე”


 

 

განვითარება საბაზისოს მიღმასასწავლო პროგრამები

სამედიცინო სექცია მხოლოდ საბაზისო პირველადი დახმარებით არ შემოიფარგლება. მოხალისეებს საბაზისო კურსის შემდეგ ინტერესის შემთხვევაში შეუძლიათ გაიარონ ისეთი პროგრამები, როგორიცაა:

  • BLS (Basic Life Support),
  • TECC/TCCC (ბრძოლის ველზე დაშავებულის დახმარება და მისი სამოქალაქო ვარიანტი), ინდივიდუალური მებრძოლის, საბრძოლო მაშველის და საბრძოლო მედიკოსის დონეზე
  • სისხლდენის მართვის კურსი, რომელიც American College of Surgeons-ის ოფიციალურ პროგრამას ეფუძნება,
  • ACLS (Advanced Cardiac Life Support)
  • ლეგიონის შვილობილი ორგანიზაციაა ექსტრემალური მედიცინის ცენტრი, რომელიც ოფიციალურ სერტიფიკატს გასცემს STB და TECC პროგრამებზე, როგორც ამ ორგანიზაციების საგანმანათლებლო პარტნიორი

უშუალოდ სექციის მუდმივ წევრებად მოსული კურსანტების თვალსაზრისით, ჩვენი მთავარი მიზანია ისეთი კადრების მომზადებაა, რომლებიც ლეგიონის საბაზისო კურსებსა და ბანაკებს სამედიცინო მხარდაჭერას გაუწევენ. აქ სწავლება უკვე უფრო მაღალ საფეხურზე გადადის: ტრავმის მართვა, ზოგადი პირველადი დახმარება, პროტოკოლებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სექციამ პრაქტიკული უნარების სპექტრი მნიშვნელოვნად გააფართოვა, რაც ახალი ინსტრუმენტებისა და რესურსების გამოჩენამ გახადა შესაძლებელია მაგ: ე.წ ინტუბაცია, კრიკოთირეოტომია, ჭრილობის დამუშავება და სხვა.

გამოწვევებიდრო და რესურსი

როგორც ყველა მოხალისეობრივ ორგანიზაციას, ლეგიონსაც აქვს ფინანსური და რესურსების სიმწირესთან ასოცირებული გამოწვევები. მაგრამ, როდესაც გქვია მოხალისე, შეგუებული უნდა იყო, რომ შენი თავი შენვე უნდა უზრუნველყო, სხვა წარმატებულ ევროპულ მაგალითებზეც ასეა, ამგვარი ორგანიზაციებია, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, ფინეთში, შვედეთში და სხვა მათი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ ისაა, რომ თვითმყოფადობა და იდეის გარშემო გაერთიანება არის ის ღერძი, რომელიც ორგანიზაციას ინარჩუნებს. სხვა მხრივ კი ალბათ ყველაზე მეტად დოროის პრობლემას გამოვყოფდი. ვინაიდან ყოველდღიური ცხოვრება თავის წილ დროს და პასუხისმგებლობას მოითხოვს, ჩემთვისად და სხვა თანამოაზრისთვისაც რთულია, ბოლომდე დაიხარჯო, რთულია სხვა დაანამუსო და საკუთარი დროის და ენერგიის ჩადება მოსთხოვო, ალბათ ამიტომაცაა რომ უფრო ისნი აქტიურობენ, ვინც ორგანიზაციაში ძალიან პატარა ასაკიდან მოვიდა და ეს საქმე ცხოვრების წესად აქცია.

კურსანტების უსაფრთხოების რა სტანდარტები გაქვთ სწაველბისას

ორგანიზაციის პრიორიტეტი ნამდვილად არის, რომ კურსანტს არაფერი მოუვიდეს საბაზისო გადამზადების პერიოდში,“.  სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკაცრი შერჩევა ხდება. დიაბეტი, გულის მანკები, ქრონიკული ასთმა და სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებები ხდება უარის საფუძველი, რადგან „ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ სიცოცხლეს პრობლემა შეუქმნას, ამიტომაც რისკებს მაქსიმალურად ვაზღვევთ. ყურადღება ექცევა ასევე ბრტყელ ტერფს, ალერგიულობას, სხვა ქრონიკულ კონდიციებს და მათი განხილვის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება. ნებისმიერი შემთხვევის დროს როდესაც საველე სწავლების დროს რაიმე მცირედ ინციდენტს ჰქონია ადგილი მიზეზსა და პრობლემას ბოლომდე მივყვებით რათა არ გამოგვრჩეს არაფერი.

სახელმწიფო და მოხალისეკრიზისების მართვა

 ლეგიონი თანამშრომლობს სსიპ თავდაცვის მოხალისე-თან, რაც ქმნის სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძველს მისი საქმიანობის ოფიციალურ ჩარჩოში მოქცევისთვის. აღნიშნული ფორმატი უზრუნველყოფს რესურსების ინტეგრაციას და კრიზისულ ვითარებებში იქნება ეს ტყის ხანძრები, მეწყრული პროცესები თუ სხვა საგანგებო შემთხვევები (მაგალითად, შოვის ტრაგედიის მსგავსი მასშტაბის მოვლენები) ლეგიონერების უნარებისა და შესაძლებლობების ორგანიზებულად გამოყენების შესაძლებლობას.

ამ თანამშრომლობის შედეგად ლეგიონს ექნება შესაძლებლობა ოფიციალურად იმოქმედოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში, რაც ზრდის ეფექტიანობას, ანგარიშვალდებულებას და ოპერატიულ მზაობას. საბოლოო შედეგი ემსახურება ქვეყნის ინტერესს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, და არა კონკრეტული პირების მიზნებს. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის ძირითად პრინციპსა და დანიშნულებას.

რას ეტყოდით თქვენს კოლეგებს, რომლებსაც ფიქრობთ რომ დააინტერესებს ამგვარი აქტვობა

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ყველა განვითარებულ ქვეყანაში ერის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, მათი როლისა და განათლებიდან გამომდინარე. პროფესიულად და ინტელექტუალურად აქტიური სამედიცინო სექტორი ქვეყნის განვითარებისთვის მხოლოდ სასარგებლოა. ვურჩევდი ექიმებს, დაინტერესდნენ ლეგიონით არამხოლოდ როგორც სამხედრო ორგანიზაციით, არამედ როგორც პლატფორმით.

ლეგიონი არის სივრცე, სადაც პროფესიონალებს შეუძლიათ თავიანთი ცოდნის გაზიარება და მრავალი ძალიან სასარგებლო პრაქტიკული უნარის განვითარება. როგორც სწავლა სიბერემდეა შესაძლებელი, ისე შესაძლებელია სხვასაც გაუზიარო და ასწავლო ის, რაც შეიძლება სადღაც სიცოცხლის გადარჩენაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ახალგაზრდებს კი ვეტყოდი, რომ ეს არის შესაძლებლობა მოხვდე ჯანსაღ სივრცეში, სადაც უამრავი გზა იხსნება იმისთვის, რათა განივითარო თავი, ისწავლო, ასწავლო, შეიძინო თანამოაზრეები და პოტენციურად მომავალი კოლეგებიც კი.

 

დღეს, როდესაც პირველადი დახმარების ცოდნა შეიძლება იყოს ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ლეგიონის სამედიცინო სექცია ქმნის პლატფორმას, სადაც მოხალისეობა და პროფესიონალიზმი ერთმანეთს ერწყმის. ეს მხოლოდ სამხედრო-სტილის გადამზადება არ არის, ეს არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, სამედიცინო მზადყოფნის და საზოგადოების გაძლიერების მოდელი, რომელიც საქართველოს რეალობაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები