მსოფლიოში პირველი სახის ტრანსპლანტაცია ევთანაზირებული დონორის ქსოვილით

გააზიარე

თანამედროვე მედიცინა მუდმივად აფართოებს იმ შესაძლებლობებს, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ სრულიად წარმოუდგენლად ითვლებოდა.  მსოფლიოში პირველი სახის ტრანსპლანტაცია ევთანაზირებული დონორის ქსოვილით, თემა რომელიც ადრე ტაბუდ უთვლებოდა ჩვენს თვალწინ ისხამს ხორცს. 2025–2026 წლებში ესპანეთში განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა, რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, მსოფლიოში პირველად განხორციელდა სახის ტრანსპლანტაცია დონორისგან, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიის გზით დაასრულა. ოპერაცია ბარსელონაში Vall d’Hebron-ის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარდა.

ეს ისტორიული ოპერაცია მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა როგორც ტრანსპლანტოლოგიის, ასევე რეკონსტრუქციული და მიკროქირურგიის განვითარებაში.

პაციენტის ისტორია

ოპერაცია  ესპანელ ქალბატონს ჩაუტარდა, რომელსაც  2024 წელს, კანარის კუნძულებზე დასვენების დროს მწერის ნაკბენის ფონზე მძიმე ბაქტერიული ინფექცია განუვითარდა. ინფექცია სწრაფად გავრცელდა და გამოიწვია სახის ქსოვილების ნეკროზი, რის შედეგადაც პაციენტმა ფაქტობრივად დაკარგა სახის დიდი ნაწილი.

ინფექცის გამო პაციენტს მძიმე ფუნქციური დარღვევები აღენიშნებოდა, როგორებიცაა: საკვები, სასაუბრო და სასუნთქი ფუნქციების მოშლა. ცხვირის ქსოვილის თითქმის სრული მოცილება და გარეგნობის სრული ცვლილება.

პაციენტი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და სიკვდილს ებრძოდა. საბოლოოდ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ სახის ტრანსპლანტაცია იყო ერთადერთი რეალური გზა მისი ფუნქციური და სოციალური რეაბილიტაციისთვის.

უნიკალური დონორი

სახის ქსოვილის დონაცია, ხელოვნური სიკვდილით ანუ  ევთანაზით მიძინებული პაციენტისგან მოხდა, რომელმაც სიკცდილის წინ უკანასკნელ სურვილად უცნობი ადამიანის დახმარება ისურვა.

ტრანსპლანტაციის კოორდინატორების თქმით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესი ალტრუიზმის მაგალითია, რადგან დონორმა სიცოცხლის ბოლო სურვილი სხვა ადამიანზე ზრუნვას დაუთმო.

ოპერაციის მიმდინარეობა

ოპერაცია მრავალპროფილური გუნდის მიერ განხორციელდა, რომელშიც დაახლოებით 100 სამედიცინო პროფესიონალი მონაწილეობდა. გუნდში შედიოდნენ:

  • პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგები

  • მიკროქირურგები

  • ანესთეზიოლოგები

  • იმუნოლოგები

  • ფსიქიატრები

  • ტრანსპლანტაციის სპეციალისტები

ოპერაცია დაახლოებით 24 საათს გაგრძელდა, რაც ხაზს უსვამს მის უკიდურეს სირთულეს. ქირურგებმა გადანერგეს სახის ცენტრალური ნაწილი, მათ შორის: კანი და რბილი ქსოვილები, კუნთები, ნერვები, არტერიები და ვენები, ზოგიერთ შემთხვევაში ძვლის სტრუქტურებიც.

მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით ექიმებმა ერთმანეთთან დააკავშირეს სისხლძარღვები და ნერვები, რაც აუცილებელია ტრანსპლანტირებული ქსოვილების სიცოცხლისუნარიანობისა და ფუნქციის აღსადგენად.

პოსტოპერაციული შედეგები

ოპერაციის შემდეგ პაციენტმა რამდენიმე კვირა გაატარა საავადმყოფოში რეაბილიტაციის პროცესში. ექიმების ინფორმაციით, მან თანდათან დაიბრუნა მნიშვნელოვანი ფუნქციები:

  • დამოუკიდებლად ჭამის შესაძლებლობა

  • საუბრის გაუმჯობესება

  • სახის მგრძნობელობის და მოძრაობის ნაწილობრივი დაბრუნება

გლობალური მნიშვნელობა

 დღემდე მსოფლიოში  დაახლოებით 50-მდე მსგავსი მაშტაბის ოპერაციაა შესრულებული, ხოლო ასეთი ოპერაციების ჩატარება დაახლოებით 20 სპეციალიზებულ ცენტრს შეუძლია.

ახალი ოპერაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან აჩვენებს, რომ ევთანაზიის შემდეგ ორგანოთა დონაციამ შესაძლოა გაზარდოს დონორთა რაოდენობა და გადაარჩინოს მეტი პაციენტი.

ოპერაციამ არა მხოლოდ აღადგინა პაციენტის სიცოცხლის ხარისხი, არამედ გახსნა ახალი შესაძლებლობები ტრანსპლანტოლოგიის, მიკროქირურგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის განვითარებისთვის.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მედიცინის პროგრესი ხშირად ეფუძნება ინოვაციურ მეცნიერებას, მაღალკვალიფიციურ ქირურგიას და ადამიანურ ალტრუიზმს.

წყარო:

euronews.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები