ამა წლის თებრვალს, იაპონელმა მეცნიერებმა ახლად აღმოჩენილი, “გიგანტური” ვირუსის კვლევა დაასრულეს, რომელსაც „უეშიკუვირუსი“ (ushikuvirus) დაარქვეს . ეს აღმოჩენა განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან შესაძლოა ჩვენი მსოფლმხედველობა იმის შესახებ თუ როგორ წარმოიშვა და შემდეგ განვითარდა სიცოცხლე სრულებით შეცვალოს.
რა არის გიგანტური ვირუსი
ტრადიციული გაგებით ვირუსები მცირე, მარტივ ორგანიზმებად ითვლებიან, რომლებიც მხოლოდ სხვა ცოცხალი უჯრედების შიგნით არიან სიცოცხლისუნარები. თუმცა გიგანტური ვირუსები, როგორიც მაგალითად უეშიკუვირუსია, ათჯერ ან ხანდახან ოცჯერაც აღემატება ჩვეულებრივ ვირუსებს. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, ისაა, რომ მათი გენომი, გამრავლების მეთოდი და უჯრედშიგნით წამოწყებული პროცესები ბევრად უფრო კომპლექსურია.
გიგანტური ვირუსები ჯერ კიდევ 80-იან წლებში აღმოაჩინეს. ისინი ბუნებაში ფართოდ არიან გავრცელებულები, მაგრამ მათი მოპოვება რთულია, 2000-იან წლებში აღმოჩენილმა რამოდენიმე გიგანტური ვირუსის სახეობამ, მნიშვნელოვნად შეცვალა წარმოდგენები გამოუკვლევ ბიოლოგიურ სამყაროზე. აღნიშნული ვირუსები უჯრედის შიგნით ერთგვარი ვირუსული ქარხნის წარმოქმნას იწვევენ, რომელიც მემბრანითაა შემოფარგლული და კლასიკურ ბირთვს გვაგონებს. ამავდროულად მათში აღმოჩენილი ციტოქრომ 450(cyp)გენი-ს (რომელიც ადამიანებშიც გვხვდება) წარმოშობა დღესაც საიდუმლოდ რჩება.
უეშიკუვირუსი, ახალი აღმოჩენა იაპონიიდან
მეცნიერებმა ახალი ვირუსი იბარაკის პრეფექტურაში, ტბა უეშიკუსთან აღმოაჩინეს. ამ ვირუსს შემდეგი მახასათებლები აქვს:
- დიდი გენეტიკური ინფორმაცია— აღემატება რა მრავალ სხვა ვირუსს გენების რაოდენობით და ზომით.
- სპეციფიური ინფიცირების მექანიზმი — იგი ძირითადად ვერმამებას (ერთუჯრედიანი ორგანიზმის ერთ-ერთი ტიპი) აინფიცირებს. უჯრედში შეღწევის შემდეგ ამება ზომაში მატებას იწყებს.
- გამრავლების მექანიზმი — უშიკუვირუსი თავის მოქმედების მექანიზმში ერთდროულად რამოდენიმე ვირუსის თვისებას იმეროებს, ის გასამრავლებლად ვირულენტურ ქარხანასაც ქმნის და ამავსროულად უჯრედის ბირთვს შლის.
რა როლი შეიძლება ჰქონდეს ვირუსებს სიცოცხლის ევოლუციაში?
ერთი საკმაოდ თამამი ჰიპოთეზა, რომელსაც ბიოლოგები 2003 წელს გიგანტური უჯრედების ახალი ოჯახების აღმოჩენის შემდეგ სწავლობენ, ვირუსული ეუკარიოგენეზის თეორიაა (viral eukaryogenesis). ამ იდეის თანახმად, ერთ-ერთი პირველი რთული უჯრედი, ეუკარიოტული(ბირთვიანი) უჯრედი, შესაძლოა ვირუსისა და პროკარიოტი(უბირთვო) უჯრედის ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილიყო. სხვა სიტყვებით, ვირუსები შესაძლოა უჯრედებს იმ სტრუქტრის ჩამოყალიბებაში დახმარებოდნენ, რასაც დღეს ბირთვს ვუწოდებთ.
აღნიშნული ჰიპოთეზის მიხედვით:
- ვინაიდან უჯრედების ბირთვს (ნუკლეუსი) ხარისხობრივად განსხვავებული დიზაინი აქვს ის ბრტყელი მემბრანითაა განცალკევებული და ხაზოვან დნმ-ს შეცავს, სავსებით შესაძლებელია რომ რეალურად უცხო სხეული ან სხვა ორგანზმის მიერ შექმნილი სტურქტურა იყოს.
- ვირუსებმა, რომლებიც ადრეულ ევოლუციურ ეტაპების პერიოდით თარღდება, შესაძლოა მათ მიერ ინფცირებულ უჯრედებში სასარგებლო გენები ჩაერთოთ, რითიც შეეძლოთ მასპინძლის გენებთან ურთიერთქმედებით ახალი უჯრედული სტრუქტურა ჩამოეყალიბებინათ.
ამ მიდგომის მიხედვით, ვირუსები მხოლოდ ინფექციური ორგანიზმები არ არიან, არამედ შეიძლება მნიშვნელოვანი როლის მატარებლები იყვნენ ევოლუციის უდიდეს თავგადასავალში მაგალითად, რთული სიცოცხლის ჩამოყალიბებაში.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
უეშიკუვირუსის აღმოჩენა და მისი გენეტიკური მასალა ცხად ყოფს, რომ ვირუსებს გენეტიკური მასალის გაცვლა და ინტეგრაცია შეუძლიათ. ეს ფაქტი ზემოთმოყვანილ თეორიას კიდევ უფრო მეტ ძალას სძენს. თუმცა სანამ თეორია არ დამტკიცდება იქამდე რაიმეზე ზუსტი საუბარი არ არის შესაძლებელი.
წყარო:

