ულტრა დამუშავებული საკვები კვებითი აშლილობის რისკებს საგრძნობლად ზრდის

გააზიარე

ინდუსტრიული რევოლუციის შემდგომ, საკვებმა, რომელსაც ადამანი მოიხმარს ფაქტობრივად სრულებით იცვალა სახე. სადუმლო არავისთვისაა, რომ საკვბს და საკვებ დანამატებს უზარმაზარი გავლენა აქვთ ადამიანის ფიზიოლოგიურ პროცესებზე, ჰორმონალურ ფონს და ხასათზეც კი. ბოლო წლებში ულტრადამუშავებული საკვები მეცნიერებისა და ექიმების ყურადღების ცენტრში მოექცა, სამწუხაროდ ეს ტრენდი არ არის და ექიმები რეალურ საფრთხეებზე გვესაუბრებიან. დღეს მკვლევრები კიდევ ერთ შესაძლო საფრთხეზე საუბრობენ, ულტრაპროცესირებული საკვების კავშირი კვებით აშლილობასთან (უკონტროლო გადაჭარბებულ კვებით ეპიზოდები). 

ახალი ანალიზი, რომელიც მიჩიგანის უნვერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს, 50 წლის განმავლობაში დაგროვილ მონაცემებს აერთიანებს და აჩვენებს, რომ კვებითი აშლილობის ეპიზოდების დროს მოხმარებული საკვების დაახლოებით 70% სწორედ ულტრადამუშავებული პროდუქტებია.

კვლევაში განხილული 1973-დან 2023 წლამდე ჩატარებული ნაშრომები იქნა განხილული, რომლებშიც ადამიანების კვებითი ქცევა მსგავსი ეპიზოდების დროს იყო აღწერილი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთ შემთხვევებში ყველაზე ხშირად პიცა, ჩიფსები, ნამცხვრები, ნაყინი, შოკოლადი და სხვა მაღალკალორიული პროდუქტები ფიგურრებდა, რომლებიც შაქარს, ცხიმსა და რაფინირებულ ზეთებს დიდი რაოდენობით შეიცავს. მკვლევრების აზრით, ეს საკვები სპეციალურად არის შექმნილი ისე, რომ ადამიანის ტვინში სიამოვნებისა და ჯილდოს მექანიზმები გაააქტიუროს, რაც მის ზედმეტ მოხმარებას უწყობს ხელს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვებითი აშლილობები მსოფლიოში სულ უფრო გავრცელებულ პრობლემად იქცა და მას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს სიმსუქნის, ტიპი 2 დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დეპრესიის განვითარების რისკი. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აქამდე კვლევები ძირითადად მხოლოდ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე იყო ორიენტირებული, მაშინ როცა თავად საკვების თვისებები ნაკლებად განიხილებოდა. ახალი მონაცემები კი აჩვენებს, რომ პრობლემა შესაძლოა მხოლოდ ემოციური მდგომარეობა არ იყოს და მნიშვნელოვან როლს თავად კვებითი ინდუსტრიის მიერ შექმნილი პროდუქტებიც ასრულებდეს.

ამავე მიმართულებით ჩატარებული სხვა თანამედროვე კვლევებიც მიუთითებს, რომ ულტრადამუშავებული საკვები შესაძლოა დამოკიდებულების მსგავსი მექანიზმებით მოქმედებდეს. ზოგიერთი ნაშრომის მიხედვით, ასეთ პროდუქტებზე რეაქცია ტვინში გარკვეულწილად ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ ჩამოყალიბებულ პასუხს ჰგავს. მკვლევრები განსაკუთრებით იმაზე საუბრობენ, რომ შაქრის, ცხიმისა და მარილის კომბინაცია ადამიანის დანაყრების ბუნებრივ მექანიზმებს არღვევს და ჭამის შეწყვეტას ართულებს.

თუმცა მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კვებითი აშლილობების მიზეზი მხოლოდ საკვები არ არის. ფსიქოლოგიური ტრავმა, ქრონიკული სტრესი, შფოთვა და დეპრესია კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორებად რჩება. ზოგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ულტრადამუშავებული პროდუქტები ამ ფსიქოლოგიურ ფონს კიდევ უფრო ამძაფრებს და ადამიანის ტვინში ძლიერი ლტოლვის განცდას იწვევს. სწორედ ამიტომ, ექსპერტები მკურნალობის პროცესში მხოლოდ დიეტურ შეზღუდვებზე არ საუბრობენ და ფსიქოთერაპიისა და ქცევითი თერაპიის მნიშვნელობასაც უსვამენ ხაზს.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება, სპეციალისტები უკვე დარწმუნებით ამბობენ, რომ თანამედროვე კვების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს ულტრადამუშავებული საკვები დასავლური დიეტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და მსგავსი ტენდენცია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იზრდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ თუ მომავალშიც დადასტურდება ამ პროდუქტების პირდაპირი კავშირი კვებით აშლილობებთან, ეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი გახდეს როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკაში, ისე კვებითი აშლილობების მკურნალობის თანამედროვე მიდგომებში.

springer

link.springer

sciencedirect

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები