უზბეკეთის ჯანდაცვის სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი მიზნები

გააზიარე

უზბეკეთში, ქალაქ ნუკუსში, გაიმართა HealthTech AI ჰაკათონის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, სადაც ჯანდაცვის სფეროსთვის შექმნილი ინოვაციური IT გადაწყვეტები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას ესწრებოდა უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საიდა მირზიოევა. მან ხაზი გაუსვა ამგვარი ინიციატივების მნიშვნელობას ჯანდაცვის სექტორში ციფრული ინოვაციების ხელშესაწყობად.

მირზიოევას თქმით, ჰაკათონმა გააერთიანა 300-ზე მეტი მონაწილე 44 გუნდიდან — ახალგაზრდა მედიკოსები და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობდნენ მომავლის მედიცინისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებაზე.

ჰაკათონის მონაწილეებს ამოძრავებთ სურვილი, გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები სიცოცხლის გადასარჩენად, დიაგნოსტიკის გასაუმჯობესებლად და მკურნალობის უფრო ხელმისაწვდომი მეთოდების შესამუშავებლად. ბევრი მათგანი ჯილდოებისთვის არ მოსულა – ისინი აქ იმიტომ არიან, რომ ახლობლების ტკივილი უნახავთ და სურთ, შექმნან ინოვაციები, რომლებსაც შეუძლიათ ცხოვრების შეცვლა“, – განაცხადა მირზიოევამ.

მირზიოევამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროექტები მომავალშიც უნდა დაფინანსდეს და განვითარდეს; საჭიროა მათი დახვეწა და ინვესტორების მოზიდვაში დახმარება. მან ასევე კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მონაწილეთა 40% ახალგაზრდა ქალი იყო, რომლებიც თამამად წარმოადგენდნენ თავიანთ იდეებს და ქმნიდნენ უნიკალურ პროდუქტებს

ინიციატივა ეროვნული AI ჰაკათონის პროექტის ნაწილია, რომელიც 2026 წლის ბოლომდე უზბეკეთის ყველა რეგიონი უნდა მოიცავს. ამ ფართომასშტაბიანი გეგმის ფარგლებში, საიდა მირზიოევამ 17 ოქტომბერს, UZINFOCOM-ში ისაუბრა ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის პროექტზე.

მირზიოევამ Telegram არხზე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა ეტაპობრივად მოახდენს სამედიცინო დაწესებულებებში ძირითადი პროცესების ავტომატიზაციას. პროექტისერთ-ერთი  მთავარი მიზანია, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ყველა მონაცემი (სხვადასხვა კლინიკიდან თუ წყაროდან) ერთიან ელექტრონულ ბაზაში ინტეგრირდეს.

მოსალოდნელია, რომ ეს ახალი სისტემა სამედიცინო დაწესებულებების ყველა დონეზე მუშაობას გაამარტივებს და გააუმჯობესებს. მირზიოევა დარწმუნებულია პროექტის წარმატებაში:

„დარწმუნებული ვარ, თუ პროექტი გეგმის მიხედვით განხორციელდება, სარგებელს მიიღებს ყველა – როგორც ექიმები და მედპერსონალი, ისე მთელი საზოგადოება“

წყარო: kun.uz / uzdaily.uz 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები