უზბეკეთის სასწრაფო დახმარების სამსახურში 2026 წლიდან “ონლაინ ექიმის” კონსულტაცია ინერგება

გააზიარე

უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წელს ქვეყნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების (სამსახური “103”) სისტემაში მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგება — “ონლაინ ექიმის” კონსულტაციის სერვისი.

ინიციატივა უცხოური მოწინავე გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით ხორციელდება და მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

„ონლაინ ექიმის“ პროექტი საშუალებას მისცემს დისპეტჩერებსა და სამედიცინო პერსონალს, პაციენტებს დისტანციურად, რეალურ დროში გაუწიონ კონსულტაცია მსუბუქი შემთხვევების ან გადაუდებელი სიტუაციის დროს. სერვისი უზრუნველყოფს სწრაფ სამედიცინო დახმარებას იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე ესაჭიროება დახმარება, რითაც შემცირდება არასასწრაფო გამოძახებებზე რესურსის ხარჯვა და დაიტვირთება ის რეალურად გადაუდებელი სიტუაციებით

ამასთანავე, იგეგმება, რომ 2026 წლიდან სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ გამოყენებული ყველა ელექტრონული პროგრამა ინტეგრირებული იქნება საავადმყოფოებთან და პოლიკლინიკებთან. ეს ინტეგრაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო დაწესებულებებს შორის კოორდინაციას, რაც პაციენტებისთვის უწყვეტ და ეფექტურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

აღნიშნავენ, რომ სფეროში ელექტრონული მართვის ინტეგრაციამ უკვე გამოიღო ხელშესახები შედეგები: გამოძახების ადგილზე დაგვიანების პროცენტი შემცირდა 1.1%-დან 0.3%-მდე.

წყარო: uznews

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები