back to top

WHO წარადგენს დედობრივი კეთილდღეობის გლობალურ განსაზღვრებასა და კონცეპტუალურ ჩარჩოს – პირველად ისტორიაში

გააზიარე

მაშინ როცა გლობალურად დედების სიკვდილიანობის მაჩვენებლები სტაბილურად კლებულობს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ფოკუსი გადაიტანა მხოლოდ მშობიარობის სიკვდილიანობის შემცირებიდან უფრო ჰოლისტურ მიზანზე, ქალების გაჯანსაღებასა და განვითარებაზე ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდგომ. აღნიშნული ინფორმაცია ასახულია ახლადგამოქვეყნებულ გლობალურ განსაზღვრებასა და კონცეპტუალურ ჩარჩოში დედობრივი კეთილდღეობისთვის, რომელიც შემუშავდა WHO-ს ხელმძღვანელობით, მრავალწლიან, ფართომასშტაბიან და მრავალსტრუქტურულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესის შედეგად. 

დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 

დედათა სიკვდილიანობა გულისხმობს ორსულობის ან მშობიარობის გართულებებით გამოწვეულ სიკვდილს. გაეროს მონაცემებით, 2000 წლიდან 2023 წლამდე დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტი (MMR) 40%-ით შემცირდა და მაჩვენებელმა მნიშვნელოვან კლებას მიაღწია როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეზე. კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 75%-ით, ხოლო სამხრეთ აზიაში 71%-ით შემცირდა. თუ 2000 წელს 328 დედა კვდებოდა ყოველ 100 000 ახალშობილზე, 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი 197-მდე ჩამოვიდა. სიკვდილიანობის მონაცემები მკვეთრად განსხვავდება მაღალი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის. 2023 წლის მონაცემებით, დედათა სიკვდილიანობის 90%-ზე მეტი დაფიქსირდა დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. დედათა სიკვდილიანობის სიცოცხლის განმავლობაში არსებული რისკი ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების შემოსავლის დონეების მიხედვით. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სიცოცხლის განმავლობაში დედათა სიკვდილიანობის რისკი შეადგენს საშუალოდ 1 შემთხვევას 8 000 ქალზე, მაშინ როდესაც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს რისკი მნიშვნელოვნად მაღალია და შეადგენს დაახლოებით 1 შემთხვევას 66 ქალზე.

საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დროსთან ერთად მნიშნველოვნად შემცირდა. 1985 წელს 100 000 ახალშობილზე გვხვდებოდა 34 შემთხვევა, ხოლო 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი 20-მდე შემცირდა, რაც 14 ერთეულით გაუმჯობესებას ნიშნავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2019 წლიდან მოყოლებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქტიურად რეგრესირებს.

დედათა სიკვდილიანობის შემცირების ფონზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს ყურადღებას ამახვილებს არამხოლოდ სიკვდილიანობის შემცირებაზე, არამედ დედების ცხოვრების ხარისხისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. ჯანმო ,,კეთილდღეობა“-ს მიიჩნევს პოზიტიურ მდგომარეობად, რომელიც ინდივიდისა და საზოგადოების გამოცდილებაზეა დამყარებული. კეთილდღეობა გულისხმობს ცხოვრების ხარისხს და ადამიანის უნარს, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამყაროში. საზოგადოების კეთილდღეობა განისაზღვრება მათი გამძლეობით, ქმედითუნარიანობით და მზადყოფნით ცვლილებებისთვის. კეთილდღეობა ორ ნაწილად იყოფა: სუბიექტური (პერსონალური გამოცდილება) და ობიექტური (გარემოს და ცხოვრების პირობების შეფასება). თუმცა, ეს ზოგადი განსაზღვრება არ ეხმიანება ქალების სპეციფიკურ საჭიროებებს და გამოცდილებას ორსულობის დადგომიდან მშობიარობის შემდეგ ერთი წლის პერიოდში.

ახალი გლობალური პრიოტირეტი

დედებისა და ორსული ქალბატონების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჯანმომ 2022 წლიდან დაიწყო „კეთილდღეობის“ ჩარჩოების შემუშავება 2025 წლის ადრეულ პერიოდამდე და შექმნა გლობალური განმარტება დედათა კეთილდღეობის:

“კეთილდღეობა გულისხმობს დადებით ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ მდგომარეობას, რომელიც ქალს თანსდევს ორსულობის პერიოდიდან ორსულობის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმ გარემოზე,სადაც იგი ცხოვრობს.”

 WHO-მ ასევე აქტიურად დაიწყო არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ პრაქტიკული მუშაობა დედების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯბესებლად. 2022 წლიდან მოყოლებული განიხილეს მრავალი ქალბატონის ორსულობის და მშობიარობის შემდგომი მდგომარეობა, ხოლო 2023 წელს პარალელურად მოიწვეს შეხვედრა, რათა ერთობლივად შეექმნათ დედის კეთილდღეობის მკაფიო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული განმარტება. მათ განსაზღვრეს ნაბიჯები დედის კეთილდღეობის განივითარებისა და ქვეყნის პროგრამებში ინტეგრირებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გლობალური ექსპერტების ინტერდისციპლინარული ჯგუფი, ქალთა ჯგუფების წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციები. ექსპერტები წარმოადგნედნენ 15 ქვეყანას, მათშორის იყვნენ მაღალი, საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნები.

ჯანმომ დედათა კეთილდღეობის პროქეტი 2023 წლის ოქტომბერში, წარადგინა გინეკოლოგიისა და მეანობის FIGO-ს XXIV მსოფლიო კონგრესზე, კლინიცისტების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მისაღებად.  WHO-ს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგიის (2016–2030) შესაბამისად, დედის კეთილდღეობის ეს ახალი ჩარჩო: გადარჩენა, აყვავება, გარდაქმნა, ხაზს უსვამს არა მხოლოდ სიკვდილიანობის პრევენციის, არამედ ჯანმრთელობის დადებითი მდგომარეობისა და ცხოვრებით კმაყოფილების ხელშეწყობის მნიშვნელობას დედობის პერიოდში – რომელიც განისაზღვრება, როგორც დრო ჩასახვიდან ორსულობის დასრულების შემდგომ ერთი წლის ვადაში.

2024 წლის ივლისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა დედათა კეთილდღეობის განმარტებისა და მისი შემადგენელი პუნქტების გადასახედად. გამოკითხვის მიზანი იყო პოტენციური ხარვეზების აღმოჩენა, ასევე სხვადასხვა გარემოსა და კულტურულ კონტექსტში ამ განმარტებების ეფექტურობის შეფასება. გამოკითხვის შემდგომი მთავარი რეკომენდაციები იყო: გლობალურად ინკლუზიური ენის გამოყენება; დედათა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, ტრავმის შემდგომი მხარდაჭერისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ჩართვა; მრავალფეროვანი ოჯახების აღიარება; ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება სამედიცინო და საზოგადოებრივ გარემოში; დედათა აქტიურობის, გადაწყვეტილების მიღებისა და უფლებების მხარდაჭერა; კვებისა და განათლების ჩართვა; მამებისა და საზოგადოებების ჩართულობა; მაღალი ხარისხის ჯანდაცვასა და რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა, ასევე კულტურული ადაპტაცია.

 დედობრივი კეთილდღეობის ექვსი კომპონენტი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჩარჩო გამოყოფს ექვს ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტებს, რომლებიც ასახავენ დედობრივი კეთილდღეობის მრავალმხრივ ბუნებას. თითოეული მოიცავს კონკრეტულ ქვეჯგუფებს, რომლებიც გამოხატავს იმ გამოცდილებებსა და საჭიროებებს, რასაც ქალები დედობის პერიოდში ყოველდღიურად განიცდიან. ესენია : ჯანმრთელობა და კვება; მოვლის უზრუნველყოფა და გამოცდილება; ურთიერთობები და დაკავშირებულობა; უსაფრთხოება, დაცულობა და მდრგრადი გარემო; დედობრივი აუტონომია; დამოუკიდებლობა და გამძლეობა; კულტურა და ღირებულებები.

გადარჩენაზე მეტი

„მშობიარობისას გადარჩენა აღარ არის საკმარისი”- ვკითხულობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატიაში.ეს ჯანმრთელობის პოლიტიკა წარმოადგენს WHO-ს პირველ განმარტებას და კონცეპტუალურ ჩარჩოს დედის კეთილდღეობისთვის. WHO-მ წარადგინა ცვლილება გლობალური ჯანდაცვის პრიორიტეტებში და მოუწოდებს სახელმწიფოებსა და ჯანდაცვის სისტემებს, რომ ქალები აღიქვან არა მხოლოდ როგორც პაციენტები, არამედ როგორც პიროვნებები, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას, გაძლიერებას და პატივისცემას ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში.

ეს ჩარჩო შეესაბამება როგორც მდგრადი განვითარების მიზნებსა და გენდერული თანასწორობის პრინციპებს, ასევე წარმოადგენს საფუძველს ძლიერი ოჯახებისა და საზოგადოებებისთვის, სადაც დედებს ეძლევათ შესაძლებლობა, არამხოლოდ უსაფთხოდ იმშობიარონ, არამედ მშობიარობის შემდგომ პერიოდში თავი დაცულად იგრძნონ. WHO-ს 2030 წლის ბოლოსთვის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველა ქალი, ბავშვი და მოზარდი, მიუხედავად მათი ცხოვრების გეოგრაფიული თუ სოციალური პირობებისა, უზრუნველყოფილი იყოს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, კეთილდღეობით, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობებით და სრულფასოვანი მონაწილეობით მდგრადი და წარმატებული საზოგადოების განვითარებაში.

წყარო:

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები