კვლევა: აერობული ვარჯიში შფოთვისა და მსუბუქი დეპრესიის წინააღმდეგ ეფექტურია

გააზიარე

ახალმა კვლევამ, რომელიც British Journal of Sports Medicine-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ აერობული ვარჯიში (სირბილი, ცურვა, ცეკვა) შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც მსუბუქი დეპრესიისა და შფოთვის მკურნალობის პირველი რიგის მეთოდი.

მეცნიერებმა 80,000-მდე მოხალისის მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ფიზიკური აქტივობა ზოგჯერ ტრადიციულ თერაპიაზე უფრო ეფექტურიც კია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ჯგუფურად სრულდება.

კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიში ორ მოწყვლად ჯგუფზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს: ახალგაზრდებზე და ახალბედა დედებზე. ყველაზე დიდი ეფექტი აერობულმა ვარჯიშმა აჩვენა, რომელიც გულისცემას აჩქარებს. იოგასა და ძალისმიერ ვარჯიშებს შედარებით ნაკლები გავლენა ჰქონდა. შფოთვის სიმპტომების შესამცირებლად საუკეთესო აღმოჩნდა დაბალი ინტენსივობის პროგრამები, რომლებიც რამდენიმე თვეს გრძელდება.

კვლევის მიხედვით, ჯგუფური ან მწვრთნელის ზედამხედველობის ქვეშ ვარჯიში გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ინდივიდუალურად. კვლევის ეს იმაზე მიუთითებს, რომ სოციალიზაცია ვარჯიშის ანტიდეპრესიულ ეფექტში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

მიუხედავად ოპტიმისტური შედეგებისა, ვარჯიში მკურნალობის მთავარ მეთოდად მხოლოდ მსუბუქი სიმპტომების დროს გამოდგება. მძიმე დეპრესიის შემთხვევაში, ადამიანს ხშირად ელემენტარული ყოველდღიური აქტივობაც კი უჭირს, ამიტომ ასეთ დროს ვარჯიში უნდა განიხილებოდეს როგორც ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტური მკურნალობის დამხმარე, და არა შემცვლელი საშუალება.

წყარო: BMJ

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები